კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის განცხადება ადვოკატთა საყურადღებოდ!
იურიდიული კლინიკის პროექტის ფრაგლებში კავკასიის სამართლის სკოლას ესაჭიროება 2 მოქმედი ადვოკატი, რომლებიც სკოლის პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად, საწყის ეტაპზე პრო–ბონო საწყისებზე, გაუძღვებიან კლინიკის მუშაობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ლიცენზია სამოქალაქო/საერთო სამართლის განხრით;
აუცილებელი პირობაა კარგად ერკვეოდეს ადმინისტრაციულ, საბაჟო და საგადასახადო სამართალში;
საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება 2 წელი;
პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება მიჩნეულ იქნება უპირატესობად;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა ადვოკატებმა უნდა წარმოადგინონ რეზუმე სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ikldiashvili@cu.edu.ge.
საკონტაქტო პირი: ირაკლი კლდიაშვილი, მობ: 599523003.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა წარმოადგენს ერთ–ერთ წამყვან სასწავლო დაწესებულებას საქართველოში. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაშია თანამედროვე სტანდარტებთან და ამასთანავე ინარჩუნებს ქართული სამართლის საუკეთესო ტრადიციებს. სკოლის სტუდენტები იღებენ საფუძვლიან თეორიულსა და პრაქტიკულ განათლებას, რაც განაპირობებს მათ წარმატებას.
ჩვენი მიზანია განათლებული, პროფესიონალი და ეთიკური სტანდარტების შესაფერისი, ახალი თაობის იურისტების გაზრდა, რომლებიც პირნათლად მოემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და დაამკვიდრებენ თანამედროვე სამართლებრივ კულტურას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას განზრახული აქვს შექმნას იურიდიული კლინიკა, რომლის მიზანი იქნება სტუდენტებისათვის გაუმჯობესებული სასწავლო პირობების შექმნა და მათთვის კონკურენტულ გარემოში უკეთესი ინტეგრირების საშუალების მიცემა.